სსიპ ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ირინე ნემსიწვერიძე
სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური, მე-3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა :
2 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე: 0
გაკვეთილის თემა: „What’s your favourite season ? ” ,,რომელია შენი საყვარელი წელიწადის დრო?“
მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ შემეცნებითი ხასიათის
ილუსტრირებული ტექსტის წაკითხვას და გაგებას, ნაცნობი ლექსიკური მარაგის
გამოყენებით მარტივ ინტერაქციაში ჩართვას. შეისწავლიან ახალ სიტყვებს და
გამოთქმებს.
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
კითხვა
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების
გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
·
თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.
უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული
ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის
შინაარსს;
ლაპარაკი
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე,
ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;
N
|
აქტივობა
|
მეთოდები
|
ორგანიზების
ფორმა
|
რესურსები
|
დრო
|
აქტივობის ბოლოს
მისაღწევი შედეგი
|
|
1
|
მისალმება-მასწავლებელი ესალმება კლასს, აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა
და შეფასების რუბრიკას
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა, გაკვეთილის მიზნები
|
2 წთ.
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები, თემა და შეფასების რუბრიკა
|
|
2
|
გამოწვევა-მასწავლებელი დაფაზე გააკრავს 4 სურათს, რომლებზეც წელიწადის
დროებია გამოსახული. მოსწავლეებმა სურათებს უნდა მიამაგრონ შესაბამისი თვეების სახელწოდებები,
რომლებიც წინასწარ იქნება მომზადებული წებოვან ფურცლებზე. მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ
თვეების ჩამონათვალს. ამის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს რომელია მათი
საყვარელი თვე? რატომ?
What’s your favourite month? Why?
|
ვერბალური ახსნა
|
ჯგუფური მუშაობა
|
სურათები, წებოვანი ფურცლები
|
6 წთ.
|
მასწავლებელი ახდენს გამოწვევას, ხოლო მოსწავლეები ემზადებიან ახალი
გაკვეთილისთვის.
|
|
3.
|
ახალ სიტყვებზე მუშაობა-
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წინასწარ გამზადებული ახალი სიტყვების
ჩამონათვალს, რომლებსაც
ქართული შესატყვისები ექნება მიწერილი. მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ახალ სიტყვებს
თავისი განმარტებებით.
|
ვერბალური ახსნა
|
წყვილში მუშაობა
|
მასწავლებლის მიერ წინასწარ ფურცელზე გამზადებული ახალი სიტყვები
|
3 წთ.
|
მოსწავლეები გაეცნობიან ახალ სიტყვებს,რადგან შემდეგ შეძლონ ტექსტის
წაკითხვა და გაგება
|
|
4.
|
ტექსტზე მუშაობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ახალ ილუსტრირებულ ტექსტს- What’s your favourite season? ( რომელია
შენი საყვარელი წელიწადის დრო?), მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ტექსტს და თარგმნიან.
|
ხმამაღალი კითხვა
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
წიგნი
|
10 წთ.
|
მოსწავლეები შეძლებენ ახალი ტექსტის წაკითხვას და გადათარგმნას მასწავლებლის
დახმარებით.
|
|
5.
|
წერითი სამუშაო- მოსწავლეები ასრულებენ წერით დავალებას . მათ უნდა დააკავშირონ
ერთმანეთთან წინადადებები, რომლებიც წინასწარ არის გამზადებული. მასწავლებელი ასევე
ურიგებს
მოსწავლეებს ფურცლებს რომელზეც უნდა დახატონ და დაწერონ მათი საყვარელი წელიწადის დრო.
|
წერითი დავალება
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
ფლიპჩარტი, მარკერი,
ფურცელი, პანქრები, კალამი
|
8 წთ.
|
მოსწავლეები დააკავშირებენ ერთმანეთთან წინადადებებს, დახატავენ და დაწერენ
მათთვის საყვარელ წელიწადის დროს.
|
|
6.
|
სიმღერის მოსმენა.-მასწავლებელი მოასმენინებს მოსწავლეებს სიმღერას წელიწადის
დროების შესახებ.
|
მოსმენა
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო -კლიპი
|
3 წთ.
|
მოსწავლეები მოისმენენ სიმღერას წელიწადის დროების შესახებ და გაიგებენ
ძირითად აზრს.
|
|
7.
|
შემაჯამებელი აქტივობა-
მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს მოსწავლეებს შემაჯამებელ კითხვებს,
მოსწავლეები პასუხობენ.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფაზე გაკრულ სურათებს ინგლისურად მიუწერონ
წელიწადის
რომელი დროა.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი, პროექტორი,
წებოვანი ფურცლები
|
8
წთ.
|
მოსწავლეები გაიაზრებენ ახალი
ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას და შეეცდებიან დააკავშირონ ერთმანეთთან.
|
|
8.
|
საშინაო დავალება-მოსწავლეებმა
სამუშაო რვეულში უნდა შეასრულონ საშინაო დავალება
,,დახატეთ რონი წელიწადის ოთხივე დროს და დაწერეთ რისი გაკეთება შეუძლია
მას წელიწადის თითოეულ დროში“ .
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ახალი სიტყვები .
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სამუშაო რვეული, სიტყვების ჩანაწერი
|
2 წთ.
|
მოსწავლეები შეძლებენ საშინაო დავალების ჩანიშვნას.
|
|
9.
|
შეფასება - მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით,
აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
|
3 წთ.
|
მოსწავლეები გაიგებენ და შეაფასებენ თავიანთ ცოდნას და ჩართულობას გაკვეთილის
პროცესში.
|
|
შეფასების რუბრიკა
შეფასება
კრიტერიუმები
|
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
მოსწავლე არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს თავი აარიდოს
საკლასო აქტივობებს.
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს მონაწილეობა
მიიღოს მარტივ აქტივობებში.
|
მოსწავლე სრულად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მონაწილეობას იღებს
თითოეულ აქტივობაში, იჩენს ინიციატივას
|
ტექსტზე მუშაობა
|
მოსწავლე ვერ ახერხებს ტექსტის წაკითხვას და გააზრებას, ვერ იყენებს
მიღებულ ინფორმაციას აქტივობების შესრულების დროს.
|
მოსწავლე ნაწილობრივ ახერხებს ტექსტის გაგებას,ცდილობს ნაცნობი ლექსიკური
მარაგის გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს აქტივობებში.
|
მოსწავლეს კარგად შეუძლია ტექსტის წაკითხვა და გაგება, მიღებულ ინფორმაციას
იყენებს აქტივობების შესრულებისას.
|
მარტივ ინტერაქციაში ჩართვა
|
მოსწავლე ვერ ახერხებს მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას.
|
მოსწავლე ნაწილობრივ ახერხებს ახალი სიტყვების დასახელებას , მასწავლებლის
დახმარებით ცდილობს უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
|
მოსწავლე კარგად პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, სრულყოფილად
იყენებს ახალ სიტყვებს
|
No comments:
Post a Comment