Monday, November 16, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ირინე ნემსიწვერიძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ხვანჭკარის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,კლასიკა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს
თემის შინაარსი
 გერმანული ლიტერატურის კლასიკოსების გაცნობა (გოეთე, შილერი, ჰაინე). მათი მოკლე ბიოგრაფიისა და მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებების შესახებ  ინფორმაციის მოძიება და შესწავლა. ქართველი და გერმანელი კლასიკოსების შედარება.
საგანი
გერმანული ენა
დონე/კლასი  
საშუალო საფეხური, X-XII კლასები
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

·           ცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ., ვოლფგანგ გოეთე, შილერს, ჰაინეს), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროს, ეპოქას, დამსახურებას;
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებ, გერმანიის გაერთიანების დღე, ასწლიან ომ და სხვა);
·           ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭეს, ვერსალის სასახლე, ბიგ ბენ, ოსტანკინოს ანძას და სხვა);
·           ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს.


უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
·           უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., უცხოურ ენაზე გაზეთის შექმნა და გავრცელება; შეხვედრის მოწყობა ხელოვანთან; ვებგვერდის შექმნა და სხვა);
·           ამუშავებს სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს;         

უცხ.ს.VI.5. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური - როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს (ეპოქა, დაბადების დროსა და ადგილ და სხვა);
·           ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროს, რომელშიც გაითქვა სახელი;
·           ამოიცნობს კარიერის ეტაპებს;
·           ამოიცნობს, რას ეყრდნობა ავტორი (საკუთარ მეხსიერებას, წერილობით წყაროს, სხვის მონათხრობს და სხვა);
·           ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
 მოსწავლემ იცის ცნობილი ადამიანების  ბიოგრაფია, მათი მოღვაწეობის სფერო და შემოქმედება.
შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება, გაზეთის, ბროშურის, ვებ-გვერდის შექმნა, უცხოენოვანი ტექსტის თარგმნა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
გიყვართ ლიტერატურა?
კითხულობთ  ლიტერატურულ ნაწარმოებებს?

თემატური კითხვები
რა იცით კლასიკური ლიტერატურის შესახებ?
რომელი  კლასიკოსები იცით?
რომელი კლასიკური ნაწარმოები წაგიკითხავთ?

შინაარსობრივი  კითხვები
ვინ იყვნენ გოეთე, შილერი და ჰაინე?
მათი რომელი ნაწარმოებები გაგიგიათ და წაგიკითხავთ?
თქვენი აზრით რა საერთოა/რა განსხვავებაა  გერმანელ და ქართველ კლასიკოსებს შორის?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენა.
მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენა.
21 საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი შეფასება.

კითხვა-პასუხი.
გონებრივი იერიში.
ჯგუფის სამოქმედო გეგმა.
პროექტის გეგმა.
სწავლის პროცესის გაანალიზება, პროცესის თვითმონიტორინგი, თანამშრომლობით სწავლა
კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნება, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
ჟურნალი მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს. კონფერენციაზე განიხილება პროექტის გეგმა  რამდენად შესრულებადია.
დიაგრამა- მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თვითშეფასეა
პრეზენტაციის, გაზეთის,
ბროშურის რუბრიკა.
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.
ვენის
დიაგრამა.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მომცემს განვსაზღვრო,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები. ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე რუბრიკას ბავშვები იყენებენ, რომ კარგად გააანალიზონ თავიანთი წინარე ცოდნა, რა უნდათ რომ ისწავლონ, ბოლოს რა შედეგს მიაღწიეს და როგორ აიმაღლეს ცოდნის დონე. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ პრეზენტაციების შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. როდესაც მოსწავლეები  ასრულებენ მონახაზს,
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები

 პირველი კვირა

v  მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის გეგმას.
v  ვსვამ მიმართულების მიმცემ კითხვას;
               რა იციან კლასიკური ლიტერატურის შესახებ?
v  მოსწავლეებს  ვთხოვ შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას შორის. გავმართავ დისკუსიას მთელ კლასთან ერთად და განვიხილავთ კლასიკური ლიტერატურის ღირებულებას, ვკითხავ თუ რატომ კითხულობენ კლასიკურ ლიტერატურას.
v  შემდეგ ვეკითხები გერმანელი კლასიკოსების შესახებ:
რა იციან გოეთეს, შილერის და ჰაინეს შესახებ?
               მათი რომელი ნაწარმოებები გაუგიათ და წაუკითხავთ?
               
v  გავყოფ მათ ჯგუფებად - გამოვიყენბ მარკერებს, მოსწავლეები იპოვიან თავიანთი ფერების მქონე პარტნიორებს და ისინი იწყებენ ჯგუფში მუშაობას.
v  თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელიც მისცემს მითითებებს ვინ რა უნდა გააკეთოს.
v   თითო ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებს ინფორმაციას თითო კლასიკოსზე.
v  პირველი ჯგუფი შეისწავლის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ბიოგრაფიას, მოღვაწეობას და შემოქმედებას.
v  მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას  ფრიდრიხ შილერის შესახებ.
v  მესამე ჯგუფი გაეცნობა ჰაინრიხ ჰაინეს ცხოვრებას და პოეზიას.

მეორე კვირა

v  მოპოვებულ ინფორმაციას გაუზიარებენ ერთმანეთს.
v  გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. ამოწერენ უცხო სიტყვებს და მათ მნიშვნელობებს.
v   გააკეთებენ საინფორმაციო ბროშურებს, რომლის მომზადებაშიც სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას შეძლებისდაგვარად.
v  მოამზადებენ კედლის გაზეთს, რომელშიც ჩართული იქნებიან არაქართულენოვანი ბავშვები, რომლებიც მოამზადებენ რამდენიმე სტატიას მშობლიურ ენაზე.
v  შექმნიან ვებ-გვერდს, პრეზენტაციებს.ვთხოვ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს კრეატიულად და ორიგინალურად წარმოადგინონ პრეზენტაციები.


მესამე კვირა

v   მოაწყობენ კონფერენციას და წარმოადგენენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
v   ტესტების საშუალებით გამოვლინდება ვინ უფრო კარგად იცის კლასიკოსების ცხოვრება და შემოქმედება.
v  გერმანელ და ქართველ  კლასიკოსებს შეადარებენ ერთმანეთს და ვენის დიაგრამის საშუალებით განსაზღვრავენ მათ მსგავსებებს და განსხვავებებს.
v   ყველა ჯგუფი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, სადაც მოწვეული იქნებიან მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
v   წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს; მოპოვებულ ინფორმაციას გერმანელ კლასიკოსებზე, წარმოადგენენ რამდენიმე ცნობილ ლექსს, პრეზენტაციებს, გაზეთებს, ბროშურებს.
v   შეხვედრაზე განვიხილავთ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას. კვლევა-ძიების და თანამშრომლობით მუშაობის უნარებს. ერთმანეთთან და მასწავლებელთან კომუნიკაციის უნარს.
v   პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დასრულდება მოსწავლეების ნამუშევრის შეფასებით.
v  მოსწავლეები შეფასდებიან სხვადასხვა რუბრიკებით; პრეზენტაციის, გაზეთის, ბროშურის რუბრიკები.
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე რუბრიკა, ვენის დიაგრამა.



                                                                                   



დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         დავურიგებ  ბროშურის შაბლონს
·         შეუძლია აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

·         შეუძლიათ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ,
·          გამოვიყენებ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისთვის შექმნილ რომელიმე შაბლონს, მაგალითად, სტატია კედლის გაზეთისთვის.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         წავახალისებ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. მაგალითად პრეზენთაცია წარმოადგინონ ორიგინალურად.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები







ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, პროექტორი, წიგნი, ფორმატის ფურცლები გაზეთისთვის და ბროშურისთვის,
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები; მასწავლებლები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.



No comments:

Post a Comment