Wednesday, June 12, 2019

გაკვეთილის გეგმa ,,The fox and the hedgehog''





                  
სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ირინე ნემსიწვერიძე
სწავლების საფეხური:  დაწყებითი საფეხური, მე-3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა :  2 მოსწავლე,  სსსმ მოსწავლე: 0
გაკვეთილის თემა:   „The fox and the hedgehog ”   ,,მელია და ზღარბი“

მიზანი:

 მოსწავლეები შეძლებენ შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის წაკითხვას და გაგებას, ნაცნობი ლექსიკური მარაგის გამოყენებით მარტივ ინტერაქციაში ჩართვას. შეისწავლიან ახალ სიტყვებს და გამოთქმებს.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
კითხვა
უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამართულად კითხულობს ნაცნობ წინადადებებს;
·         თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად კითხულობს შესწავლილ ტექსტებს.

უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
ლაპარაკი
უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით;



N
აქტივობა
მეთოდები
ორგანიზების ფორმა
რესურსები
დრო
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
მისალმება-მასწავლებელი ესალმება კლასს, აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკას

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა, გაკვეთილის მიზნები
2 წთ.
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები, თემა და შეფასების რუბრიკა

2
გამოწვევა-მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ანიმაციას, რომელიც ჭრიჭინა და ჭიანჭველას შესახებაა.
მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ რომელი იგავის გმირები არიან    და რა დაემართათ მათ.  შემდეგ მასწავლებელი გააკრავს დაფაზე ზღარბის და მელიის სურათებს  და აუხსნის მოსწავლეებს რატომ გაიხსენეს ეს იგავი და რა აკავშირებს ახალი
გაკვეთილის თემასთან



ვერბალური ახსნა
ჯგუფური მუშაობა
ვიდეო
5 წთ.
მასწავლებელი ახდენს გამოწვევას, ხოლო მოსწავლეები ემზადებიან ახალი გაკვეთილისთვის.


3.

ახალ სიტყვებზე მუშაობა-
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წინასწარ გამზადებული ახალი სიტყვების ჩამონათვალს, რომლებსაც ქართული შესატყვისები ექნება მიწერილი. მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ახალ სიტყვებს თავისი განმარტებებით, მასწავლებელი ასმენიებს მათ თუ როგორ გამოითქმება ეს სიტყვები.


ვერბალური ახსნა

მთელი კლასი

მასწავლებლის მიერ წინასწარ ფურცელზე გამზადებული ახალი სიტყვები, აუდიო მასალა.

5 წთ.

მოსწავლეები გაეცნობიან ახალ სიტყვებს,მოისმენენ როგორ გამოითქმება თითოეული სიტყვა,რადგან შემდეგ შეძლონ ტექსტის წაკითხვა და თარგმნა


4.

ტექსტზე მუშაობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ახალ ილუსტრირებულ ტექსტს- ,,The fox and the hedgehog’’ (,,მელია და ზღარბი’’)
მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობნ
 ტექსტს და
თარგმნიან ახალი სიტყვების გამოყენებით.



ხმამაღალი კითხვა

ინდივიდუალური მუშაობა

წიგნი

10 წთ.

მოსწავლეები შეძლებენ ახალი ტექსტის წაკითხვას და გადათარგმნას მასწავლებლის დახმარებით.


5.

ტექსტზე მუშაობა- მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას . მათ უნდა დააკავშირონ დაუსრულებელ წინადადებებთან შესაბამისი ნახატები, რომლებიც გამოხატავს დასრულებულ აზრს.




ინფორმაციის დაკავშირება

ინდივიდუალური მუშაობა

ფლიპჩარტი, მარკერი
წებოვანი სურათები.


4 წთ.

მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ ახალი ტექსტიდან მიღებული ინფორმაცია და დააკავშირებენ ერთმანეთთან წინადადებებს და სურათებს.


6.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წინადადებების დასაწყისს, რომლის მეორე ნახევარი დაჭრილ ფურცლებზე იქნება დაწერილი. მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ  წინადადების შესაბამისი მეორე ნაწილი. ამის შემდეგ მასწავლებელი დაფაზე გააკრავს ფლიფჩარტის ფურცელზე
დაწერილ სწორ
პასუხებს, მოსწავლეები


შეამოწმებენ
სისწორეს მასწავლებელთან ერთად



ინფორმაციის დაკავშირება

წყვილში მუშაობა

წინასწარ ფურცელზე გამზადებული წინადადებები


5 წთ.

მოსწავლეები შეძლებენ  ახალი ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  დააკავშირონ ერთმანეთთან ფაქტები.



7

მასწავლებელი დაფაზე გააკრავს ფლიფჩარტის ფურცელს, რომელზეც დახატულია ზღარბი  და მაგიდა, ბავშვებმა მარკერით უნდა მიუხატონ რას შეჭამს ზღარბი საუზმეზე, ლანჩზე და სადილზე



ილუსტრაციაზე  მუშაობა

მთელი კლასი

ილუსტრაცია
მარკერი

2 წთ.

მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ ილუსტრაციის არსი და დახატავენ შესაბამის ნახატს.



8


მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფაზე გაკრული ზღარბის და მელიას სურათებს მიუწერონ როგორები არიან ისინი.
The fox is …
(lazy)
The hedgehog is …
(hard-working)





ილუსტრაციაზე მუშაობა


ინდივიდუალური


ნახატები, წებოვანი ფურცლები, მარკერი


2
წთ.


მოსწავლეები   გაიაზრებენ ახალი ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას და მოკლედ დაახასიათებენ ნაწარმოების გმირებს


9

შემაჯამებელი აქტივობა- Power-Point-ის საშუალებით მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს შეკითხვებს, რომლებსაც მათ უნდა უპასუხონ


კითხვა-პასუხი

ჯგუფური მუშაობა

კომპიუტერი, PowePoint-ის პროგრამა

5

მოსწავლეები   გაიაზრებენ ახალი ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას


10

საშინაო დავალება-მოსწავლეებმა
სამუშაო რვეულში უნდა შეასრულონ საშინაო დავალება
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ახალი სიტყვები .


ვერბალური ახსნა

მთელი კლასი

სამუშაო რვეული, სიტყვების ჩანაწერი

2 წთ.

მოსწავლეები შეასრულებენ საშინაო დავალებას და ისწავლიან ახალ სიტყვებს


11

შეფასება - მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას.


ვერბალური ახსნა

მთელი კლასი

შეფასების რუბრიკა

3 წთ.

მოსწავლეები გაიგებენ და შეაფასებენ თავიანთ ცოდნას და ჩართულობას გაკვეთილის პროცესში.




შეფასების რუბრიკა

                   შეფასება

კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
მოსწავლე არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს თავი აარიდოს საკლასო აქტივობებს.
მოსწავლე ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს მონაწილეობა მიიღოს მარტივ აქტივობებში.
მოსწავლე სრულად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მონაწილეობას იღებს თითოეულ აქტივობაში, იჩენს ინიციატივას
ტექსტზე მუშაობა
მოსწავლე ვერ ახერხებს ტექსტის წაკითხვას და გააზრებას, ვერ იყენებს მიღებულ ინფორმაციას აქტივობების შესრულების დროს.
მოსწავლე ნაწილობრივ ახერხებს ტექსტის გაგებას,ცდილობს ნაცნობი ლექსიკური მარაგის გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს აქტივობებში.
მოსწავლეს კარგად შეუძლია ტექსტის წაკითხვა და გაგება, მიღებულ ინფორმაციას იყენებს აქტივობების შესრულებისას.
მარტივ ინტერაქციაში ჩართვა
მოსწავლე ვერ ახერხებს მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას.
მოსწავლე ნაწილობრივ ახერხებს ახალი სიტყვების დასახელებას , მასწავლებლის დახმარებით ცდილობს უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
მოსწავლე კარგად პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, სრულყოფილად იყენებს ახალ სიტყვებს


No comments:

Post a Comment